Monday, April 18, 2016

დღე IX
გავიხსენეთ ყველა განვლილი დღე და უკვე ბედნიერად ვგრძნობთ თავს, ყველა სირთულე გადავლახეთ, არაერთი მძიმე და დამღლელი დავალება შევასრულეთ, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, რომ გამოვნახე დრო და ეს ცხრა დღე პროფესიულ განვითარებას დავუთმე.
მადლობა ენერგიით სავსე, დაუგლელ ტრენერს.

Sunday, April 17, 2016

დღე VIII
დღე დაიწყორუბრიკების შეფასებით, რომელსაც ქონდა უკუკავშირიც და უკვე ვიცით როგორ მოვარგოთ კონკრეტულ თემას ესა თუ ის შეფასების რუბრიკა. შვისწავლეთ და ბლოგზე დავაშენეთ საქაღალდე, რომლის ნახვას შევძლებთ ბლოგზე. მივიღეთ საშინაო დავალებები თუ რომელ საქაღალდეში რა უნდა იყოს მოთავსებული. განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების საშუალებით თავისივე ნიმუშების საშუალებთ და ნათლად დავინახე თუ რამდენად აუცილებელი და ეფექტურია ფასილიტაციის სხვადასხვა ნიმუშების მოსწავლისთვის მიწოდება.
განვიხილეთ და ვისწავლეთ პრეზეტაციის შსასრულებელი ფორმები, ხმის დადება მოძრავი ანიმაცია და ა.შ.
კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე დასრულდა

Saturday, April 16, 2016

დღე VII
დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. განვიხილეთ პრეზენტაციები, ბუკლეტები, შეფასების რუბრიკები, სასწავლო პროექტის გეგმა უკუკავშირის მიზნით. მივიღეთ შენიშვნები რომლებიც გამოსწორებადია.
გავეცანით ბლუმის და გარდნერის მატრიცას, რომელიც მოსწავლის ცოდნა გაგებაზეა დიფერენცირებადი, განვიხილეთ კონკრეტული  ერთი მაგალითი და  მივიღეთ დავალება დამატებითი (რუბიკები, ბუკლეტი, მოსწავლის ნაშრომი, შეფასებები)

Sunday, April 10, 2016

დღე VI
ტრენინგი დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობით, რომელიც გავწერეთ მოსწავლის თვალით და ავტვირთეთ power point-ში. გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, განვიხილეთ ვირტუალური ელჩის შეფასების რუბრიკები, ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის შეფასებაში, ჩემი პროექტის განხორციელებისას. მივიღეთ საშინაო დავალებები, რომლებიც შესრულების შემდეგ უნდა ავტვირთოთ დრაივზე.

Saturday, April 9, 2016

დღე V.
დრევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. გავეცანით ონლაინ კავშირს და ნათლად დავინახე რამდენად ეფექტურია დრო ეფექტურად განაწილების მიზნით. უკვე შემიძლია ჩემი მოსწავლეების ჯგუფის შექმან და საერთო პრობლემებზე ერთად ონლაინ რეჟიმში მუშაობა.
საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მასწავლებლის "ხელით" შექმნა. უნდა გავითვალისწინო ჩემს ადგილზე მოსწავლე კონკრეტულ პრობლემას როგორ აღიქვანს და გადმოსცემს, ამასთან აუცილებელია განვსაზღვრო რამდენად შეუძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. 

Sunday, April 3, 2016

IV დღე
გავეცანი დროში გაწერილი პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდ, რამაც დამანახა რომ პროექტის მსვლეობისას აუცილებელია შეფასება. შევქმენი პროექტის  შეფასების ჩარჩო, ვიმუშავეთ ჩვენს პროექტზე, ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას პროექტის ფარგლებში მოსწავლეს გავუმარტივო თემის სწავლება, შესძლონ დამოუკიდებლად თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. და ბოლოს მივიღეთ დავალელები.

Saturday, April 2, 2016

დღე III
მიმართულების მომცემი საკვანძო სითყვების გაცნობა დამეხმარა ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის ჩამოყალიბებაში. ვიწრო მიმართულეით წავიყვანე ჩემი პროექტი მეტად ჩამოვყალიბდი და უკვე ვიცი კონკრეტულად რა მსურს.  

Sunday, March 27, 2016

სასწავლო პროექტის გეგმაზე დავიწყე ფიქრი და ეტაპობრივად, ვცდილობ ჩამოვაყალიბო გეგემა. შევარჩიე კალსი, სადაც ვიმუშავებთ, თემა, შეძლებისდაგვარად განვსაზღვრე პროექტის შინაარში. ასევე გავიგე პუბლიკაციის მნიშვნელობას, გავეცანი ბუკლეტის შაბლონის სხვადასხვა ფორმებს.

Saturday, March 26, 2016

ინტელის ტრენინგის შესახებ გავიგე სკოლაში ერთ ერთი მასწავლებლისგან, რადგან ამის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია გამიჩნდა ინტერესი და დავუსვი კითხვები, რომლის პასუხად მივიღე, რომ ტრენინგი დამეხმარებოდა თანამედროვე (ინტერნეტის დახმარებით) გაკვეთილის დაგეგმვაში. ტრენინგი დაიწყო ზოგადი მიმოხილვით, გავეცანი მოდულებს, თუ როგორ დავგეგმო მომავალში ჩემს  მიერ ჩასატარებელი გაკვეთილი 21-ე საუკუნის უნარჩვევების გამოყენებით. გავეცანი "ჩეკლისტის" ფუნქციებს, ვისწავლე ელექტრონული წიგნის სარგებლობა (მონიშვნა, გადაფურცლა, ჩანიშვნა), გავიხსენე ელ.ფოსტაში დრაივზე ფაილის შექმნა და ბლოგის გაახლება.