ინტელის ტრენინგის შესახებ გავიგე სკოლაში ერთ ერთი მასწავლებლისგან, რადგან ამის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია გამიჩნდა ინტერესი და დავუსვი კითხვები, რომლის პასუხად მივიღე, რომ ტრენინგი დამეხმარებოდა თანამედროვე (ინტერნეტის დახმარებით) გაკვეთილის დაგეგმვაში. ტრენინგი დაიწყო ზოგადი მიმოხილვით, გავეცანი მოდულებს, თუ როგორ დავგეგმო მომავალში ჩემს მიერ ჩასატარებელი გაკვეთილი 21-ე საუკუნის უნარჩვევების გამოყენებით. გავეცანი "ჩეკლისტის" ფუნქციებს, ვისწავლე ელექტრონული წიგნის სარგებლობა (მონიშვნა, გადაფურცლა, ჩანიშვნა), გავიხსენე ელ.ფოსტაში დრაივზე ფაილის შექმნა და ბლოგის გაახლება.
No comments:
Post a Comment